ესკიზ თბილისი

სასტუმრო-ბუტიკი და ღვინის სალონი „ესკიზი“ თანამედროვე სადარბაზო სივრცეა ოჯახის საგვარეულო ანტიური დეტალებით, რაც მოიცავს 90 საძინებელს, ღვინის რესტორანსა და ბაღს ტერასაზე, რომელიც შთაგონებულია პლეხანოვის ისტორიითა და მისი არისტოკრატი მკვიდრებით.

არის რა ისეთივე მსუბუქი, როგორიც სიტყვა „ესკიზი“, სასტუმრო მყუდროა, ელეგანტური და ასახავს ატმოსფეროს, რომელიც თავის თავში მოიცავს შთაგონებას, კრეატიულობასა და არტისტულობას თითოეული სტუმრისთვის დღესაც, როგორც ეს მე-19 საუკუნის „საზოგადოების სახლში“ ხდებოდა.

სასტუმრო მოთავსებულია 1825 წელს მემკვიდრეობით მიღებულ საგვარეულო სახლში, რომელშიც ჯერ კიდევ რჩება მშვენიერი ფასადის ანტიკური ელემენტები, სასტუმრო-ბუტიკი და ღვინის სალონი „ესკიზი“ განლაგებულია მე-19 საუკუნის თბილისის ტიპიურ ბოჰემურ სამეზობლოში – მარჯანიშვილის ქუჩაზე, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმიდან რამდენიმე მეტრში და კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრიდან 1 კილომეტრში.

ნებისმიერი საგვარეულო სახლის სიამაყე მისი ბაღია. სასტუმროს მიმდებარედ ჩვენი მინი ტერასა-ბაღი წარმოადგენს ლანდშაფტების ტერიტორიის განუყოფელ ნაწილს, რომელიც ჯერ კიდევ მის დასახლებამდე დიდი ხნით ადრე წარმოადგენდა სოფლის მომიჯნავე უზარმაზარ ტყეს, თავისი ბაღებით.მიმდებარე აღმაშენებლის გამზირი იდეალურია შოპინგისა და გარეთ სადილობისთვის, ასევე, თეატრებისა და მუზეუმების მთელი მასივით.

მეტროს პირდაპირი ხაზებით შეგიძლიათ ქალაქის ცენტრში მოხვდეთ, ან შეგიძლიათ ისარგებლოთ ტაქსით, რაც საშუალებას მოგცემთ, 3-10 წუთში მოხვდეთ ქალაქის ანტიკურ უბანსა და ძირითად ტურისტულ ადგილებში.

ღვინის სალონი

სასტუმროს სარდაფში სტუმრები აღმოაჩენენ „ესკიზის“ ღვინის სალონს, რომლის მენიუც შემუშავებულია თამთა კიკალეიშვილილთან – ახალი ქართული გასტრონომიული სცენის საყვარელ შეფთან ერთად – რომელსაც უზომოდ უყვარს კლასიკური, ნამდვილი ქართული რეგიონალური სამზარეულოსა და თანამედროვე სამზარეულოს შეხამება, სოფლად მდებარე იშვიათი მეღვინეობებისა და ღვინის ხელოვანების მიერ დამზადებულ სპეციალურად შერჩეული ღვინის ნუსხასთან ერთად, რომლებმა თაობიდან თაობას გადასცეს ნატურალური ქვევრის (ორიგინალური ქართული მიწისქვეშ თიხის ქოთანი, დათარიღებული ქ.შ.-მდე მე-8 საუკუნით) ღვინის წარმოების ტრადიციები.

ღვინის სალონს ასევე აქვს პრივატული ზონა ღვინის პროფესიონალური დაგემოვნებისთვის, რომელსაც სომელიე ან მეღვინე მასპინძლობს.

ლობი ლაუნჯი

მოთავსებულია რა პირველ სართულზე, ლობის ზონა ბაღი-ტერასაზე გასასვლელით, ღიაა 24/7, სხვადასხვა კონცეპტუალური წიგნით, გაზეთებითა და სამუშაო სივრცით.

სასტუმრო „ესკიზის“ ლობი ლაუნჯი იდეალური ადგილია ქალაქის ხმაურისგან მოსაწყვეტად, იქნება ეს კარგ წიგნთან და ჭიქა ჩაისთან განმარტოვება თუ მეგობრებთან ან სხვა სტუმრებთან შეხვედრა, ან უბრალოდ, წყნარი ადგილი ლეპტოპთან სამუშაოდ.

ასევე, არ დაგავიწყდეთ, შეიაროთ ლობის კონცეპტუალურ მაღაზიაში, სამახსოვრო და შთამაგონებელი სუვენირების შესაძენად..

რესტორანი

სასტუმრო ესკიზში განთავსებულია 3 სივრცე სადაც შეგიძლიათ ისიამოვნოთ ესკიზის მენიუთი. ჩვენმა ბრენდ შეფმა თამთა კიკალეიშვილმა შექმნა ტრადიციული ქართული მენიუ თანამედროვე შტრიხებით. სივრცეებში შედის პირველი სართულის ლობი ლაუნჯი, რომელიც იდეალური ადგილია ქალაქის ხმაურისგან მოსაწყვეტად, იქნება ეს კარგ წიგნთან და ჭიქა ჩაისთან განმარტოვება თუ მეგობრებთან ან სხვა სტუმრებთან შეხვედრა, ან უბრალოდ, წყნარი ადგილი ლეპტოპთან სამუშაოდ. დაისვენეთ და ისიამოვნეთ შუადღის ჩაითი ამ არეში, სადაც დაგხვდებათ ჩვენი ჩაი, ყავა, კოქტეილები, მსუბუქი წასახემსებლები, სალათები, სენდვიჩები, ცომეული და ტკბილეული არჩევით.

კონტინენტური საუზმე, ადგილობრივი ელფერით, შეგიძლიათ მიირთვათ პირველ სართულზე მდებარე კაფეტერია-ჩაის ოთახში ყოველ დილით, 7-დან 10:30 საათამდე. საუზმე, ასევე, მოიცავს ცხელ სასმელებს (ჩაი, ყავა), წვენებს, მარცვლეულს, მურაბებსა და ცომეულს.

სტანდარტული ორადგილიანი ოთახი

სტანდარტული ორადგილიანი ოთახი ბალკონით

სტანდარტული თვინი

სტანდარტული თვინი ბალკონით

სტანდარტული თვინი ბალკონით

ლუქსი

საკონფერენციო