რესტორანი ესკიზი თბილისი

რესტორანი და ღვინის სალონი „ესკიზი თბილისი“ თანამედროვე სადარბაზო სივრცეა ოჯახის საგვარეულო ანტიური დეტალებით, რაც მოიცავს 90 საძინებელს, ღვინის რესტორანსა და ბაღს ტერასაზე, რომელიც შთაგონებულია პლეხანოვის ისტორიითა და მისი არისტოკრატი მკვიდრებით.

არის რა ისეთივე მსუბუქი, როგორიც სიტყვა „ესკიზი“, გარემო მყუდროა, ელეგანტური და ასახავს ატმოსფეროს, რომელიც თავის თავში მოიცავს შთაგონებას, კრეატიულობასა და არტისტულობას თითოეული სტუმრისთვის დღესაც, როგორც ეს მე-19 საუკუნის „საზოგადოების სახლში“ ხდებოდა.

სასტუმრო მოთავსებულია 1895 წელს მემკვიდრეობით მიღებულ საგვარეულო სახლში, რომელშიც ჯერ კიდევ რჩება მშვენიერი ფასადის ანტიკური ელემენტები, სასტუმრო-ბუტიკი და ღვინის სალონი „ესკიზი“ განლაგებულია მე-19 საუკუნის თბილისის ტიპიურ ბოჰემურ სამეზობლოში – მარჯანიშვილის ქუჩაზე, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმიდან რამდენიმე მეტრში და კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრიდან 1 კილომეტრში.

ნებისმიერი საგვარეულო სახლის სიამაყე მისი ბაღია. სასტუმროს მიმდებარედ ჩვენი მინი ტერასა-ბაღი წარმოადგენს ლანდშაფტების ტერიტორიის განუყოფელ ნაწილს, რომელიც ჯერ კიდევ მის დასახლებამდე დიდი ხნით ადრე წარმოადგენდა სოფლის მომიჯნავე უზარმაზარ ტყეს, თავისი ბაღებით.მიმდებარე აღმაშენებლის გამზირი იდეალურია შოპინგისა და გარეთ სადილობისთვის, ასევე, თეატრებისა და მუზეუმების მთელი მასივით.

 

ღვინის სალონი

რესტორნის სარდაფში სტუმრები აღმოაჩენენ „ესკიზის“ ღვინის სალონს, სადაც აღომაჩენთ კლასიკურ, ნამდვილ ქართულ რეგიონალურ სამზარეულოსა და თანამედროვე სამზარეულოს შეხამებას, სოფლად მდებარე იშვიათი მეღვინეობებისა და ღვინის ხელოვანების მიერ დამზადებულ სპეციალურად შერჩეული ღვინის ნუსხასთან ერთად, რომლებმა თაობიდან თაობას გადასცეს ნატურალური ქვევრის (ორიგინალური ქართული მიწისქვეშ თიხის ქოთანი, დათარიღებული ქ.შ.-მდე მე-8 საუკუნით) ღვინის წარმოების ტრადიციები.

ღვინის სალონს ასევე აქვს პრივატული ზონა ღვინის პროფესიონალური დაგემოვნებისთვის, რომელსაც სომელიე ან მეღვინე მასპინძლობს.

ლობი ლაუნჯი

მოთავსებულია რა პირველ სართულზე, ლობის ზონა ბაღი-ტერასაზე გასასვლელით, ღიაა 24/7, სხვადასხვა კონცეპტუალური წიგნით, გაზეთებითა და სამუშაო სივრცით.

რესტორანი „ესკიზი თბილისის“ ლობი ლაუნჯი იდეალური ადგილია ქალაქის ხმაურისგან მოსაწყვეტად, იქნება ეს კარგ წიგნთან და ჭიქა ჩაისთან განმარტოვება თუ მეგობრებთან ან სხვა სტუმრებთან შეხვედრა, ან უბრალოდ, წყნარი ადგილი ლეპტოპთან სამუშაოდ.

 

რესტორანი

სასტუმრო ესკიზში განთავსებულია 3 სივრცე სადაც შეგიძლიათ ისიამოვნოთ ესკიზის მენიუთი. ჩვენმა ბრენდ შეფმა შექმნა ტრადიციული ქართული და ევროპული  მენიუ თანამედროვე ავთენტური შტრიხებით..დაისვენეთ და ისიამოვნეთ შუადღის ჩაითი ამ არეში, სადაც დაგხვდებათ ჩვენი ჩაი, ყავა, კოქტეილები, მსუბუქი წასახემსებლები, სალათები, სენდვიჩები, ცომეული და ტკბილეული არჩევით.

 

რეტორნის მენიუ

ფოტო გალერეა