ესკიზი

სასტუმრო ესკიზი არის ახალი თაობის ბუტიკ-კონცეპტუალური  ქართული სასტუმრო და ღვინის მარანი, რომელიც მდებარეობს ისტორიულ ქალაქ თელავის (კახეთში ცნობილი ქართული ღვინის დასახლების) შუაგულში. 10 წუთის სავალზე ქალაქის ცენტრიდან.

ესკიზს აქვს შთამბეჭდავი გარე სივრცეები, ღია აუზი,  ტრადიციული ქართული ელემენტებით აღჭურვილი ღვინის მარანი,  2 დახვეწილი და ელეგანტური რესტორანი, ნათელი საკონფერენციო დარბაზი, , მყუდრო ბიბლიოთეკა. სასტუმროში არის 57 კონცეპტუალური ოთახი. ყველა მათგანი არის უნიკალურად გაფორმებული, სადაც წარმოდგენილია თანამედროვე და ტრადიციული ქართული ელემენტები.

ნომრები აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით, სველი წერტილით, კონდიცირებით, თმის საშრობით , ჰიგიენის სხვა საშუალებებით, სატელიტური ტელევიზიით, მაცივრით, ყავის აპარატით, სეიფით  და უფასო Wi-Fi-ით.

სასტუმრო “ესკიზის” ოთახებიდან იშლება  პანორამული ხედები  ალაზნის ველსა და კავკასიონის მთებზე, ზოგიერთი მათგანი  კი აუზისა და  ბაღის ულამაზესი ხედებით არის გამორჩეული.

ღვინის მარანი

საქართველოში ეროვნული მეღვინეობის უნიკალური ტექნოლოგია  ტრადიციულ ქვევრს უკავშირდება, რომელიც ღვინის წარმოების უძველესი მეთოდია მსოფლიოში. ამ უნიკალურ ჭურჭელში ღვინო მზადდება უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდით,  რომელიც  მას  განსაკუთრებულ ფერს, არომატს და გემოს აძლევს. 

სასტუმრო ესკიზის ღვინის მარანში  16 ასეთი ქვევრი შეგიძლიათ იხილოთ და დააგემოვნოთ განსაკუთრებული გემოვნური თვისებებით გამორჩეული ღვინო. აქ ასევე აღმოაჩენთ ღვინის უნიკალურ  გალერეას,სადაც საქართველოში წარმოებული ღვინის უდიდესი არჩევანია წარმოდგენილი . ჩვენს სასტუმროში თითოეულ სტუმარს შესაძლებლობა ექნება გაეცნოს “ღმერთების სასმელის” შექმნის ისტორიას და დააგემოვნოს წითელი და თეთრი ღვინოების მრავალფეროვნება.

გარდა ამისა, სტუმრებს შეუძლიათ დააგემოვნონ ტრადიციული ქართული კერძები ჩვენი მარნის რესტორანში და მიიღონ მონაწილეობა ღვინის დეგუსტაციასა და მასტერკლასებში.

შეხვედრები/ღონისძიებები

დაგეგმეთ თქვენი შეხვედრები,სემინარები, კონფერენციები, პირადი ღონისძიებები, ქორწილები სასტუმრო ესკიზში. გთავაზობთ ჩვენს საკონფერენციო დარბაზს უნიკალური დიზაინის მქონე ღვინის ლობით, ასევე ამფითეატრს, ულამაზეს ბაღს და ქართულ სივრცეს.

ჩვენი საკონფერენციო დარბაზი მდებარეობს ბაღის ხეივნის აღმოსავლეთ მხარეს და 100-120 ადამიანზეა გათვლილი. შესაძლებელია ოთახის სხვადასხვა განლაგების მოწყობაც: თეატრალური სტილი დიდი სესიებისთვის,  ინტერაქტიული დისკუსიებისთვის შესაფერისი  მოედანი,საშუალო და დიდილექციების  სტილი, U- ფორმის დაT- ფორმის სტილები.ჯგუფებისთვის. ჩვენი საკონფერენციო დარბაზი გარშემორტყმულია ულამაზესი ღვინის ლობით და მოსასვენებელი სივრცით, სადაც კონფერენციის მონაწილეებს შეუძლიათ დაისვენონ და ისიამოვნონ ყავის შესვენებით,ლანჩითა და სადილით.

რესტორანი

სასტუმროს ორი რესტორანი ერთმანეთისგან კონცეპტუალურად განსხვავდება: ერთი  არის თანამედროვე ქართული რესტორანი,მეორეკ ი- ქართული ეროვნული სამზარეულო.პროდუქტები სრულიად ახალი და ორგანულია,წარმოებულია ადგილობრივი ფერმერების მიერ. რესტორანი ასევე გთავაზობთ სხვადასხვასახის  დეგუსტაციებსაც. ესკიზის  ყველა სტუმარს შეუძლია დატკბეს შესანიშნავი შვედური საუზმით და ახლად მომზადებული პროდუქტებისა და ცხელი კერძების დიდი ასორტიმენტით.

ჩვენი ჯგუფი ცდილობს დააკმაყოფილოს ჩვენი სტუმრების ყველა მოთხოვნილება, გახადოს მათი ყოფნა დაუვიწყარი და მთლიანობაში მისცეს დაუვიწყარი გამოცდილება,რაც ასევე ჩვენს სასტუმროს ავთენტურს და უნიკალურს ხდის.

ორადგილიანი ოთახი ეზოს ხედით

ესკიზის თანამედროვე და კლასიკური სტილის შერწყმა კარგად არის გამოკვეთილი ამ 30 კვ.მ სივრცეში. ოთახი აღჭურვილია ყველა აუცილებელი მოწყობილობით და ჩვენი მარნის და ეზოს ულამაზესი ხედებით

დელუქს ორადგილიანი ოთახი (საერთო ან ცალ-ცალკე საწოლით) ბასეინის და მთის ხედით

ამ 30 კვ.მ სივრცის ოთახის დიზაინი შთაგონებულია მე-18 საუკუნის ხელნაკეთი ტექსტილით- სუზანით, რომლითაც გაფორმებულია ესკიზის ოთახების დიდი ნაწილი. დელუქს ოთახიდან იშლება ულამაზესი ხედები

*1 ოთახი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის

დელუქს ორადგილიანი ოთახი (საერთო ან ცალ-ცალკე საწოლით) ბასეინის და მთის ხედით

ამ 30 კვ.მ სივრცის ოთახის დიზაინი შთაგონებულია მე-18 საუკუნის ხელნაკეთი ტექსტილით- სუზანით, რომლითაც გაფორმებულია ესკიზის ოთახების დიდი ნაწილი. დელუქს ოთახიდან იშლება ულამაზესი ხედები

*1 ოთახი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის

სამადგილიანი ოთახი ეზოს და მთის ხედით

ფრანგული ბალკონი და სუზანით შემკული სამადგილიანი საძინებელი, ნამდვილად ასახავს ესკიზის ხასიათს და სძენს ნათელ ელფერს.

ოთხადგილიანი ოთახი მთის ხედით

მოიწყვეთ იდეალური არდადეგები ოთახთან თუ მეგობრებთან ერთად. ესკიზის ოთხადგილიანი ოთახში გხვდებათ მყუდრო და მშვიდი გარემო. კავკასიონის ხედი კი ამ გარემოს უფრო თვალისმომჭრელს ხდის.

ოთხადგილიანი ოთახი მთის ხედით

მოიწყვეთ იდეალური არდადეგები ოთახთან თუ მეგობრებთან ერთად. ესკიზის ოთხადგილიანი ოთახში გხვდებათ მყუდრო და მშვიდი გარემო. კავკასიონის ხედი კი ამ გარემოს უფრო თვალისმომჭრელს ხდის

ესკიზის ლუქსი კავკასიონის ხედით

ამ 45 კვ.მ სივრცეში დაგხვდებათ მისაღები ოთახი, საძინებელი, და ბალკონი საიდანაც ნათლად მოჩანს კავკასიონის თვალწარმტაცი ხედები.

ესკიზის სპა

ძალიან მალე!