ტერიტორია

ტერიტორია

სასტუმრო „ესკიზი“ შეიქმნა როგორც ახალი თაობის ქართული ბუტიკ-სასტუმრო, რომელიც აერთიანებს ისტორიულ მემკვიდრეობას, ხელოვნებისადმი სიყვარულსა და თანამედროვე არქიტექტურულ ხედვას. მისი მიზანი იყო თელავისთვის შეექმნა გამორჩეული ადგილი, სადაც ქართული ტრადიციები და თანამედროვეობა სტუმრისთვის ერთიან შთაბეჭდილებად გარდაიქმნებოდა. სასტუმროში ფუნქციონირებს ღვინის მარანი, რესტორანი და ველნეს ზონა, რაც მას სრულფასოვან ტურისტულ დანიშნულების ცენტრად აქცევს. სასტუმრო მოიცავს: Ø 57 ფართო კონცეპტუალურ ოთახს Ø 2 დახვეწილ და ელეგანტურ რესტორანს Ø უზარმაზარ საკონფერენციო დარბაზს Ø ღია საცურაო აუზს Ø დახურულ საცურაო აუზს Ø სპა-ცენტრს Ø ლაუნჯ-ბარს Ø დასასვენებელ ბიბლიოთეკის ზონას Ø ღვინის მარანს თანამედროვე ქართული სტილის ელემენტებით Ø საბილიარდე სივრცეს